Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ახალი პროექტის - „შსს-ს არქივი - მემატიანე“ პრეზენტაცია გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ სამაგიდე თამაშის - „შსს-ს არქივი - მემატიანე“ - პრეზენტაცია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართა. ახალი პროექტი დამსწრე საზოგადოებას აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ლექტორები და სტუდენტები დაესწრნენ.
სამაგიდე თამაშის მეშვეობით, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, საქართველოს უახლეს ისტორიაში განვლილი მასალის (კონკრეტული პერიოდის) შესახებ საკუთარი ცოდნა გადაამოწმონ და მოძრაობის უსაფრთხოების წესებს გაეცნონ.
პრეზენტაციის დასასრულს, გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს თამაშის სრული ინვენტარი გადაცა, რომელსაც ისინი ისტორიის ლექციებზე გამოიყენებენ.
პროექტის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ისტორიის სწავლების ინტერაქტიული მეთოდოლოგიის დანერგვა.