Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შსს- არქივის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით
პოლონეთში იმყოფებოდნენ

შსს- აკადემიასა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შსს- არქივის წარმომადგენლები პოლონეთის რესპუბლიკაში სასწავლო ვიზიტით  იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებშიპოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში შესაბამისი დარგის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს შსს- არქივის თანამშრომლებმა პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის  დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში საარქივო მონაცემების კონსერვაცია-რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის მიმართულებით  გადამზადების კურსებიც  გაიარეს
შეხვედრებზე მხარეებმა საარქივო, ისტორიული კვლევების ერთობლივად ჩატარების მეთოდები განსაზღვრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.