Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შსს- აკადემიამ აჭარის საარქივო სამმართველოსთან
მემორანდუმი გააფორმა
შსს- აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ  და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - საარქივო სამმართველოს უფროსმა, მაია ივანიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შეთანხმების მიზანია შსს- არქივისა და აჭარის საარქივო სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული მასალების ერთობლივი კვლევა და კვლევის შედეგების განსაჯაროება.
მხარეები პროექტის  - „აღადგინე ისტორია არქივთან ერთადფარგლებში თანამშრომლობზეც შეთანხმდნენ. დაიგეგმა აჭარის რეგიონის შესახებ  ერთობლივი მონოგრაფიის გამოცემა. უწყებებში დაცულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით, რუბრიკის - „ტაბუახსნილი საქმეები“ - ფარგლებში მომზადდება მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების სერია მოქალაქეთა სოციალურ-სამართლებრივი ხასიათის მომართვებზე რეაგირების ეფექტიანობის ხარისხის გაზრდის ხელშეწყობისათვის საარქივო ფონდების შევსების მიზნითდანაყოფებში არსებული რელაციური მასალების ურთიერთგაცვლისა და საგნობრივ-თემატური გადაჯგუფების პროცესი განხორციელდება.